კობა გვენეტაძე - მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება  ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა

ვფიქრობ, გადაწყვეტილებები დროულად მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა, - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კრიტიკას, რომ სებ-მა ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა.

გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი თანმიმდევრულია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში.

„ინფორმაცია, რომელიც იმ დროს არსებობდა, არ მოასწავებდა, რომ ინფლაციის აქსელერაცია შეიძლება მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება მოჰყოლოდა ეკონომიკური ზრდის შემცირება და ახლა სწორედ ამაზე იქნებოდა კომენტარი, რომ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად საფუძვლიანია“, - აღნიშნა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლტიკის გამკაცრება დააგვიანა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს