ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული ქვეყანაში,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, ინფლაცია დღეს 6.9 პროცეტია და ის არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს 7 პროცენტსაც მიუახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა პრევენციაზე უნდა იმუშაოს.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ნომერ პირველი საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ, ეს ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სხვა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული, ლარი კურსი და ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იქნას დათრგუნული. ეს არის ეროვნული ბანკის ნომერ პირველი ამოცანა”, - განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18 გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს