დავით ქაცარავა - სანდო წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების დაპატიმრება იგეგმება

დავით ქაცარავას განცხადებით, მისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" რამდენიმე წევრის დაპატიმრება იგეგმება. ამის შესახებ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია, მას სანდო წყაროებმა 2 დღის წინ მიაწოდეს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა ატოციდან თბილისში გადმოვინაცვლეთ, რადგან საოკუპაციო ხაზმა ჩვენთვის თბილისში გადმოინაცვლა, ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და დაიწყო მუქარები. 2 დღის წინ სანდო წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი, დავით ქაცარავას და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების დაპატიმრება იგეგმება. ხერხები სამწუხაროდ ტრადიციულია. ეს გახლავთ იარაღის ან ნარკოტიკული საშუალების ჩადება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩვენი მოძრაობის რომელიმე წევრი, უკანონო იარაღს არ ფლობს, გარდა რეგისტრირერებულისა, რომელიც მე მაქვს. არ ვეტანებით არანაირ ნარკოტიკს. შესაბამისად, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც პრევენციის სახეს ატარებს, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, იარაღის ჩადება იქნება ეს თუ ნარკოტიკის, მთავრობის მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია იქნება",-განაცხადა დავით ქაცარავამ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, მუქარა ასევე მისი ოჯახის მიმართაც განხორციელდა რომელიც იყო შემდეგი სახის: "ოჯახს ჯერ არ ვეხებით".

"გზავნილი იყო მკაფიო: ჯერ არ გეხებით. თუ არ დაწყნარდებით, მიგისვავთ ქაცარავას, რომელიც ახალ წლამდე იქნება განეიტრალებული (ამ შემთხვევაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებზეა საუბარი). მიუხედავად ამ ზეწოლისა, რომელსაც ხელისუფლება ჩემი, ჩემი ოჯახისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების მიმართ ახორციელებს, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, როგორც ველზე, ისე - ქალაქში",-აღნიშნა ქაცარავამ.

დავით ქაცარავამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს სიმბოლურად ბოქლომიც დაადო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა