მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი ბექა ბასილაიას - არც არავის მითითებებს ვემორჩილები და არც არასდროს დავმორჩილებივარ

არც არავის მითითებებს ვემორჩილები და არც არასდროს დავმორჩილებივარ, - ამის შესახებ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლო სხდომაზე 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ადვოკატის, ბექა ბასილაიას საპასუხოდ განაცხადა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მას სამართალდამცავების მისამართით არ შეუგინებია და ამის მტკიცებას არ დაიწყებდა, რადგან სამართალდამცავები არიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ხვალ ტყვიას დაუდგნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ამასთან, ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, გააკეთა მოსამართლემ განმარტება.

"არც ისაა მნიშვნელოვანი, დღეს მოსამართლე ვიქნები თუ არა, გადაწყვეტილებებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით მივიღებ. თქვენ რასაც ფიქრობთ ასეც, რომ იყოს, გასაჩივრების უფლება გაქვთ. არც არასდროს მიუციათ ჩემთვის მითითებები და არც არასდროს შემისრულებია. გადაწყვეტილებებს კანონის საფუძველზე ვიღებ. თავი შეიკავეთ შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან, თორემ იძულებული ვიქნები გაგაძევოთ", - განაცხადა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა.

აღნიშნულის პასუხად კი, ბექა ბასილაიამ მოსამართლის მისამართით განაცხადა: "საქმენამ თქვენმა გამოგაჩინათ გუშინ, გვიან ღამემდე ის ხალხი რომ არ გამოუშვით".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა