დავით ბაქრაძე გიორგი რურუას პროცესზე - აბსოლუტურად ნათელია, რომ საქმე გვაქვს იარაღის ჩადების მცდელობასთან

ნებისმიერ თავმოყვარე სასამართლოში, ეს პროცესი დასრულდებოდა 15 წუთში. აბსოლუტურად ნათელია, რომ საქმე გვაქვს ადამიანისთვის იარაღის ჩადების მცდელობასთან, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.

მისივე შეფასებით, დღევანდელ პროცესზე პროკურორის გამოსვლა სამარცხვინო იყო.

"პროკურორი ვერ პასუხობს კითხვას, სად ამოიღეს იარაღი - ქუჩაში თუ მანქანაში. პროკურორმა აგვიხსნა, რომ მანქანა და ქუჩა არის ერთი და იგივე იმიტომ, რომ მანქანა დგას ქუჩაში. ამ ლოგიკით, შენობებიც დგას ქუჩაში და ე.ი. ყველა ქუჩაში ვართ. პროკურორი ვერ ამბობს, საიდან ამოიღეს იარაღი. პროკურორი ვერ ამბობს, რატომ არ არის დაფიქსირებული ოქმში იარაღის ნომერი. იარაღი არის უნომროდ ოქმში გატარებული და იარაღის ტიპიც არ არის დაფიქსირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება პროკურორის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ რურუას თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს 48 სხვადასხვა კატეგორიის იარაღი ტარების უფლებით, ბაქრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული იარაღები, როგორც გიორგი რურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, მისი ძმის, ნიკა რურუას იარაღის კოლექციაა.

"კანონიერად იარაღის ფლობა დანაშაული არ არის და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ეს მისი ძმის, ნიკა რურუას იარაღის კოლექციაა, რომელიც მან ერთი კვირის წინ გადმოიფორმა. რამდენი გადმოიფორმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში იარაღის ფლობა დანაშაული არ არის", - აღნიშნა ბაქრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა