დავით ბაქრაძის ინფორმაციით, 48 იარაღი, რომელზეც პროკურორმა ისაუბრა, გიორგი რურუას ძმას, ნიკა რურუას ეკუთვნოდა და ის საკოლექციოა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის პროკურორ ვასილ სამხარაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუას სახელზე 48 სხვადასხვა კატეგორიის იარაღია რეგისტრირებული, მისი ძმის, ნიკა რურუას კოლექცია აღმოჩნდა, რომელიც გიორგი რურუამ ერთი კვირის წინ გადაიფორა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნულზე რურუას ოჯახის წევრები საუბრობენ.

"კანონიერად იარაღის ფლობა დანაშაული არ არის და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს მისი ძმის, ნიკა რურუას იარაღის კოლექციაა, რომელიც მან ერთი კვირის წინ გადმოიფორმა. რამდენი გადმოიფორმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში იარაღის ფლობა დანაშაული არ არის", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა ვასილ სამხარაძემ განაცხადა, რომ "გიორგი რურუას სახელზე რეგისტრირებულია 48 სხვადასხვა კატეგორიის იარაღი ტარების უფლებით."

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა