ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს

ბერლინში აგვისტოში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ასეთი გადაწყვეტილება მიგრაციის საკითხთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო, რის შესახებაც გამოცემა „შპიგელი“ დღეს წერს.

გამოცემასთან საუბარში ხანგოშვილის მეუღლე მანანა ცატიევამ განაცხადა, რომ მოხარულია ამ გადაწყვეტილებით, რადგან დევნილის სტატუსით უახლოეს პერიოდში თავისი პროფესიით მუშაობას შეძლებს.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საველე მეთაური იყო, 2015 წელს, მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, გერმანიაში გაიქცა.

ხანგოშვილის ოჯახს - მეუღლესა და ოთხ შვილს გერმანიაში, თავდაპირველად, პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ქვეყანაში დარჩენის უფლება 30 ნოემბრამდე მისცეს.

ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს