დავით ბაქრაძე - ამ დაკვეთის მიზანი  გიორგი რურუას პოლიტიკური განეიტრალება და ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ შავი პიარკამპანიის აგორება იყო

ჩვენ ვიხილეთ ის ფინალი, რომელსაც ყველა ველოდებოდით. ამ დაკვეთის მიზანი გიორგი რურუას პოლიტიკური განეიტრალება და ზოგადად ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ შავი პიარკამპანიის აგორება იყო. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, გიორგი რურუას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესი კარგად ესმით, ვინაიდან გიორგი რურუა "მთავარი არხის" დამფუძნებელია. ის დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან და ძალიან მწვავედ, აქტიურად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საპროტესტო გამოსვლებზე. ამიტომ, ბაქრაძის განცხადებით, ამოცანა დღევანდელი აბსურდული სურათის შექმნით და 48 იარაღზე საუბრით, ამ ადამიანის ციხეში მოთავსება იყო.

„ჩვენ ამ მიზნის შესასრულებლად პროკურორის სამარცხვინო გამოსვლები მოვისმინეთ. პროკურორმა მოიტანა დაკითხვის ოქმი, სადაც მოწმეების გვარები არასწორად ეწერა. როდესაც ადვოკატმა გვარებზე ჰკითხა, თურმე მას შეეშალა, სხვა მოწმეები უნდა ეწეროსო, სხვა გვარები ეწერა და ეს იყო ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ ვნახეთ პროკურორი, რომელმაც ჩხრეკის ოქმი მოიტანა, სადაც ფიქსირებული არ არის იარაღის ნომერი და ტიპი და რომელიც ამტკიცებდა, რომ იარაღის ამოღების დროს ნომრის და ტიპის დაფიქსირება არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ პროკურორი, რომელმაც მოიტანა საქმე, სადაც პოლიციაში მოხსენების დაწერიდან გიორგი რურუას ფიზიკურ დაკავებამდე გავიდა ერთი წუთი. ამიტომ დღეს სამართლებრივად სამარცხვინო საქმე ვიხილეთ, რომელსაც ნებისმიერი თავმოყვარე სასამართლო 15 წუთში დაამთავრებდა და ეს პროკურორი უბრალოდ აქ ვერასდროს, ვერანაირი საქმით ვეღარ შემოვიდოდა. პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოც, პროკურორიც და შინაგან საქმეთა სამინისტროც დღეს პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ამ დაკვეთის მიზანი კი გიორგი რურუას პოლიტიკური განეიტრალება და ზოგადად ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიის აგორება იყო“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო