ზვიად ძიძიგური - ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე

პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა დასრულდა და პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ეს დაპირება გუნდმა არ შეასრულა.

„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა რაც თქვა, ის არ შეასრულა. მე ნაკლებად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპუტაცია დაზარალდა ამ გადაწყვეტილების გამო.

პრობლემა პოლიტიკაში ის კი არაა, რომ ყველა თავს გესხმის, როცა შენ პოლიტიკაში ხარ, უნდა ელოდო რომ შესაძლოა ყველა პარტია დაგესხას თავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს გაკეთა, კონსტიტუცია შეცვალა არჩევნების წინ, მაგრამ ჩვენ რომ ამას გავაკეთებდით, ამის მოლოდინი არ მქონდა. ამიტომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ვიყო იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო