21 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია Disinformation Alert გაიხსნება

სასტუმრო Fabrika –ში 21 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია Disinformation Alert გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური (ბრიუსელში) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ხოლო პარტნიორები - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის, ფონდი ProDemos, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ორდღიან კონფერენციას (21-22 ნოემბერი) საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ 2018 წელს მიღებული ,,სამოქმედო გეგმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ,“ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის საქმიანობა და კამპანია ,,ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ EUvsDisinfo.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან დეზინფორმაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაზე მომუშავე ადამიანები ევროკავშირის სამეზობლოდან, არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპელი და ქართველი სპეციალისტები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და ა.შ.

კონფერენცია პირველად იმართება და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოა მისი მასპინძელი ევროკავშირის სამეზობლოში. აღნიშნულის მიზანია დეზინფორმაციის საფრთხის უკეთ გააზრება და მასზე კოორდინირებულად რეაგირება.

კონფერენციის მსვლელობისას საუბარი იქნება ძირითად თემებზე, რომლებსაც ეყრდნობა ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, კერძოდ: დეზინფორმაციის უკეთ გამომჟღავნების უნარის გაზრდა, დეზინფორმაციაზე ერთობლივი რეაგირება, საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაზრდა და ა.შ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა