სასამართლოს ეზოში შეკრებილი აქტივისტები და 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ახლობლები სკანდირებენ: „მონა ვალერი“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი აქტივისტები და 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ახლობლები სკანდირებენ: „მონა ვალერი“. ისინი ასევე სკანდირებენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. სასამართლოს ეზოში მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე მოსამართლემ ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გურამ მჭედლიშვილს 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

25 პირის სასამართლოს პროცესი 21 ნოემბრისთვის გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა