გიორგი მშვენიერაძე - მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებების უმრავლესობა ერთი პოლიციელის მონაყოლს დააყრდნო

ყოველი ხელისუფლების ბოლო წლებში სასამართლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე. ამის შესახებ კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ 18 ნოემბერს აქციისას დაკავებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც სასამართლო პროცესზე მეტად აქტიურობდნენ, მეტი სასჯელის მიმღებნი აღმოჩნდნენ.

„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, წლები გადის ისე, რომ ჩვენს სასამართლოს ახალი არაფერი არ ეტყობა. ის ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება ხოლმე ბოლომდე და ყოველი ხელისუფლების ბოლო წლებში, როგორც ხდება ხოლმე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე. მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებების უმრავლესობა ერთი პოლიციელის მონაყოლს დააყრდნო. ის ყოველგვარი სხვა მტკიცებულების გარეშე, მათ შორის მაშინაც კი, როცა საეჭვო იყო თავად ამ პოლიციელის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, იღებდა მსგავს გადაწყვეტილებებს. ერთადერთი რაც გააკეთა, ჩათვალა, რომ ხულიგნობას არც ერთი პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმ პირების მიერ, რომლებსაც პოლიცია უმისამართო ლანძღვა-გინებასა და საზოგადოების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროცესზე მეტად აქტიურობდნენ, მეტი სასჯელის მიმღებნი აღმოჩნდნენ“,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე მოსამართლემ ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გურამ მჭედლიშვილს 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

25 პირის სასამართლოს პროცესი 21 ნოემბრისთვის გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა