დიმიტრი ბიძინაშვილი - ძალიან მეწყინა, რომ მოსამართლემ 13 დღიანი პატიმრობა შემიფარდა და არა 15 დღიანი

ძალიან მეწყინა, რომ მოსამართლემ 13 დღიანი პატიმრობა შემიფარდა და არა 15 დღიანი, -ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მან წინასწარ ჩალაგებული ბარგი აიღო და ჩაბარდება მანდატურს.

"ჩავალაგე ბარგი და მოვედი. ბიძინა ივანიშვილს უფრო დიდი ბარგი ექნება, ბარგში უნდა ჩატიოს პინგვინი, ზებრა და თავის აკვარიუმში მყოფი ზვიგენი. ბიძინა ივანიშვილი მალე დასრულდება და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, რადგან რუს ოლიგარქს, არ აქვს საშუალება გაიმარჯვოს ქართველ ხალხზე. მე მეამაყება ყველა ის პატიმარი, რომელიც დღეიდან არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. ძალიან მეწყინა, რომ 13 დღე მომცა და არა 15 დღე. წიგნები და ტანსაცმელი მიმაქვს. წინასწარ ვიცოდი, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. და როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ჩავბარდები მანდატურებს. აუცილებლად წავიკითხავ წიგნს თავისუფლებაზე და ბრძოლაზე",-განაცხადა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე მოსამართლემ ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო