ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

პარტია "ლურჯისა და თეთრის" ხელმძღვანელმა ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ გახდებოდა პირველად პრემიერ-მინისტრი, გარდა ამისა, ნეთანიაჰუს სურდა, მთავრობაში მისი მოკავშირე ულტრა-ორთოდოქსული პარტიები შესულიყვნენ და კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა ის იყო, რომ ბენი განცმა უარი განაცხადა იმ პრემიერ -მინისტრთან თანამშრომლობაზე, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პარლამენტი 21 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენას ვერ შეძლებს, ქვეყანაში წელს მესამე არჩევნები დაინიშნება.

“ბოლო 28 დღის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა მთავრობა, რომელიც ისრაელს ღირსეულ და ზნეობრივ ხელმძღვანელობას გაუწევდა. მემარჯვენე ბლოკი მყარად იდგა და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესების გატარებას ცდილობდა,“- განაცხადა ბენი განცმა პრეს-კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ქვეყანას 21 დღე დარჩა "საკითხის დემოკრატიულად გადაჭრამდე."

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი ბენი განცს 23 ოქტომბერს გადასცა, მას შემდეგ რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 32 ადგილი ერგო, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამე ადგილზე „არაბთა გაერთიანებული სია“ გავიდა, რომელსაც ქნესეთში 13 მანდატი ერგო. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად კი სულ მცირე 61 მანდატი იყო საჭირო. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ პირველ რიგში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს