აშშ სამხრეთ კორეადან 4000-მდე ჯარისკაცის გამოყვანას აპირებს

იმ შემთხვევაში, თუ სეული სამხრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკულ ჯარს დაფინანსებას არ გაუზრდის, აშშ ქვეყნიდან შეიარაღებული ძალების ერთ ბრიგადას გაიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ სეულისგან დაფინანსების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს, რაც ახლანდელ ხარჯს თითქმის 5-ჯერ აღემატება.

„იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები ისე არ წავა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, აშშ ქვეყნიდან ერთ ბრიგადას გაიყვანს,“- განაცხადა სანდო წყარომ სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun Ilbo-თან საუბარში.

გამოცემის განმარტებით, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28,500 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული და ამ რაოდენობის 3,000-4,000 ჯარისკაცით, ანუ ერთი ბრიგადით, შემცირება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ 2019 ფისკალური წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს არ არღვევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა