დიმიტრი პესკოვი - ესტონეთის მიერ რუსეთის მიმართ ტერიტორიებთან დაკავშირებით  გამოთქმული პრეტენზიები მიუღებელია

ესტონეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მივიჩნევთ, რომ ეს მოთხოვნა მიუღებელია და მას ვერ დავთანხმდებით,“ - აღნიშნა პესკოვმა, რითაც ის ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენ პილუაასს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი ესტონეთის ანექსიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთმა ესტონეთს 1920 წელს ხელმოწერილი ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებაში აღნიშნული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს.

ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და ესტონეთს შორის 1920 წლის თებერვალში გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ლენინგრადის ოლქისა და პეჩორის გარკვეული ნაწილი ესტონეთის კუთვნილებაა. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ შეთანხმებამ იმ წუთიდან დაკარგა ძალა, როცა ესტონეთი საბჭოთა კავშირში გაერთიანდა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო