საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი იქნება

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის პოსტი ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პოსტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხს აამაღლებს.

„მინდა მოგახსენოთ სიახლე. ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა