აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე - ის, რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის

აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. Haqqin.az-ის ცნობით, თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით უსწორდება, იყენებს რა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, რკინის ხელკეტებს და „ერთი სიტყვით, ყველა პრევენციულ ძალას უკანონო ქმედებებში მონაწილეთა წინააღმდეგ“.

„ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ დასავლური თვალსაზრისით რომ ვთქვათ არალიბერალური, თითქმის „რესპრესიული მეთოდები“ არ იწვევს პროტესტს აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიაში. არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“,- წერს გამოცემა.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან, სადაც დასავლეთი „აბსოლუტურ და შეუზღუდავ პოლიტიკურ ლიბერალიზაციას ითხოვს“, სრულიად განსხვავებულია.

„თბილისში, მანიფესტაციებს რეზინის ტყვიებს უშენენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს. ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს, მაგრამ აი, თუ აზერბაიჯანული ოპოზიციის უმწეო და მშიშარა ნაწილი ცდილობს ბაქოს ცენტრში არეულობა მოაწყოს და მას სამართალდამცავთა წინააღმდეგობა შეხვდება, დასავლეთი ამ ხელისუფლების ქმედებებს არალეგიტიმურ და არაპროპორციულად მიიჩნევს“,-აცხადებს ავტორი და დასძენს, რომ „ის რაც დასაშვებია ნინოსთვის, აკრძალულია ალისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო