პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი  გამოიყენოს

პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა