სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი თბილისიდან იწყება და სოფელ ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაფეტვრებთან მისასვლელი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. პრობლემის მოსაგვარებლად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4.6 კმ-იან გზას. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და განთავსდა საგზაო ნიშნები.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ნაფეტვრების განვითარებას და ამ მიმართულებით მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა