მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაადონ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენჯერმე გამოიყვანეს აქციის მონაწილეები, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინი მაინც მოახდენენ ადმინისტაციის შენობის პიკეტირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს