გიორგი ვაშაძე პოლიციას - რატომ იქცევით აგრესიულად? გამიშვით და დავადებ ბოქლომს, ვკეტავ ჭიშკარს თუ რას ვაკეთებ?!

ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი, სიმბოლური აქციის მოწყობის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს.

„რატომ იქცევით აგრესიულად ბიჭებო? გამიშვით და დავადებ ბოქლომს, ვკეტავ ჭიშკარს თუ რას ვაკეთებ?! მეცინება უბრალოდ. ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ძალა. ხალხს ხელს უშლიან, რომ სიმბოლური აქცია გააკეთონ. კანონით ახლა გადაადგილების უფლებას მიზღუდავენ. კანონდამრღვევია ეს ხალხი ყველა. ვეუბნები, თქვენ სადაც გინდათ და ჩვენ სადაც გვინდა გადავზომოთ და შუაში დავადოთ ბოქლომი. მარაზმია და სასაცილოა უბრალოდ ეს ყველაფერი. ჩამოშლა ხდება ახლა ხელისუფლების“,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა