ირაკლი ჩიქოვანი - მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორებთან და ეს არ ეხება მხოლოდ  ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს

არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველას აქვს საშუალება გამოხატოს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში, ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სვლას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ბოლო დღეების განმავლობასი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, მმართველ გუნდს სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენს ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და მიუხედავად იმისა, ეს აქცია სად და როდის გაიმართება, სანამ ეს აქცია კანონის ფარგლებშია, არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველას აქვს საშუალება გამოხატოს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში ეფექტი არ ექნება, ვინაიდან საქართველო აგრძელებს სვლას დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. რიგ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე და ეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცენდენტო ხასიათი. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან და ეს პერმანენტულად მიმდინარეობს. იყო რამდენიმე შეხვედრა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ჩვენს პარტნიორებს, არსებობდა სხვა კომუნიკაციაც. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ იმ ვითარებას და მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე შეფასებით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ უმრავლესობიდან წევრების გასვლა „მისასალმებელი ფაქტი არ არის“.

„ზოგიერთმა წევრმა დატოვა უმრავლესობის რიგები, რაც გასაგებია და არ არის მისასალმებელი ფაქტი. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ერთად თანამშრომლობას სხვა არსებით და მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ვიზარებდით ერთიან პოზიციებს. თუმცა, კრიტიკა ამ შემთხვევაში ალბათ, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტიკურმა ძალამ კონკრეტულ ვითარებაში და კონკეტულ დროს, - აღნიშნა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ: „ყველა მოწოდება, რომელიც მიმართულია კანონის დარღვევაზე, არის უპასუხისმგებლობა. ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და იქნება მუდამ უზრუნველყოფილი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა