სიმონ ნოზაძე ოპოზიციაზე -  იციან ჯოჯოხეთი რა არის, ვინმე ჯოჯოხეთში ნამყოფია?

იციან ჯოჯოხეთი რა არის, მორწმუნეები არიან? ან ვინმე ჯოჯოხეთში ნამყოფია? - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ უმრავლესობას „პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობენ".

ნოზაძემ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებებს საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი იყო ერთიანი, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა, მობილიზებული იყო პოლიტიკური აქტივი. მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საზოგადოებამ აღიქვა არა როგორც ზეეროვნული საკითხი, არამედ როგორც ტაქტიკური საკითხი. როდესაც ზეეროვნულ საკითხს ეხება საქმე, ყველა ერთსულოვნად გამოვხატავთ პროტესტს, ასეთ ტაქტიკურ საკითხზე, როგორიც არჩევნებია, მასობრივი პროტესტი არ გამოიწვია საზოგადოების, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება იყო. მე პირადადაც არ მომეწონა ეს სიტუაცია, მხარს ვუჭერდი პროპორციულ არჩევნებს“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი "და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს