გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ „პოლიტიკურ დევნაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის დატოვებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას გააკეთა, მან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

„უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო, რაც მიმაჩნია, რომ არის რეგლამენტის დისკრიმინაციული მუხლის შედეგი. გარდა ამისა, ვაფიქსირებ, რომ ეს მიმაჩნია ჩემ პოლიტიკური დევნის ფორმად „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ შეუძლებლად ვთვლი კომიტეტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობა მივიღო. მე აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, თქვენი პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალისგან დაცლილი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა