ლევან გოგიჩაიშვილი - გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ

"ქართულ ოცნება" პოლარიზაციას ცდილობს და "ნაციონალური მოძრაობა" სჭირდება. ეს არის ერთი დიდი მახინჯი ჯოხის ორი ბოლო, ამ რეალობაში ქვეყნის დატოვება არის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის დამთავრება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მედიას განუცხადა, რითაც სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პოლარიზებული ველი "ქართულ ოცნების" ინტერესში შედის.

"გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ. ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც "ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ ერთი-ერთზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დარჩეს და ეს ქვეყანა არ განვითარდეს. ოპოზიციას შეუძლია, თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ პარლამენტის სხდომას ჩაშლიან, ეს ჩემთვის მისაღები ფორმა არ არის. ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" არშესაშვები დეპუტატები თუ არიან, ეს მათი პრობლემაა, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" გაათავხედა. "ქართულ ოცნებას" პარლმენტის ტრიბუნიდან უნდა ვუთხრათ, ვინ არიან, რა არიან, როგორები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, ერთმანეთში როდის გაიყოფიან, როდის დაიშლებიან, როდის დადგებიან. თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ადამიანებს ხელს ნუ შეუშლიან შენობაში შესვლაში. თუ რამის თავი აქვთ, სხვა ფორმით გააპროტესტონ. მოწინააღმდეგე დეპუტატებს აქვთ ბიუროები, შეაწუხონ. არ შეიძლება, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თავისუფლებისთვის ვიბრძოლო, მათთან ვერასოდეს დავდგები. ვინც დადგება, ეს მისი პრობლემაა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ანომალია", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა