ირანი Amnesty International-ის მონაცემებს „ფაბრიკაციას და მიკერძოებულს“ უწოდებს

ირანი Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, 100-ზე მეტი დემონსტრანტის მოკვლის შესახებ „ფაბრიკაციას“ და „მიკერძოებულს“ უწოდებს. თეირანის წარმომადგენელი გაეროში, ალიზერა მირიოსეფი აცხადებს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ცნობები არის „დეზინფორმაციული კამპანია ირანის წინაღმდეგ“.

„ნებისმიერი ციფრები, რომელიც დადასტურებული არ არის მთავრობის მიერ, არის სპეკულაცია და არასანდო“,-აცხადებს მირიოსეფი.

შეგახსენებთ, გუშინ Amnesty International-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი ცნობებით, სამთავრობო ძალების მიერ ირანში 200-მდე დემონსტრანტია მოკლული.

ირანში მასშტაბური აქციები საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია. ირანის პრეზიდენტმა დემონსტრანტები „შეიარაღებულ ანარქისტებად“ მოიხსენია და აშშ და დასაველთის ქვეყნები მათ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო