ნუკრი ქანთარია ოპოზიციაზე - ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება -  ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია

ბოქლებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა,რითაც სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, მთავარია ქმედებები კანონს არ გასცდეს.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდა, სადაც უნდა, რამდენიც უნდა, ოღონდ, კანონს არ უნდა გაცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი",- განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი "და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო