„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრი გაიხსნა

„ვითიბი“ ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ამასთან, დიაგნოსტიკურ ცენტრს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს.

ბანკის დაფინანსება საავადმყოფოს მშენებლობას, რემონტს და სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში. „ვითიბი ბანკისთვის“ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და უახლოეს პერიოდში „ვითიბის“ დაფინანსებით კიდევ ერთი თანამედროვე კლინიკის გახსნაა დაგეგმილი,“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა