დავით ზალკალიანი  ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ახალი მოწვევის ევროპარლამენტის წევრს, ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს სვენ მიქსერს, ასევე ევროპარლამენტის წევრებს და ყოფილ კოლეგებს მარინა კარიულანდსა და ვიტოლ ვაშიკოვსკის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესები, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები იყო.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. შეშფოთება გამოიხატა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს მწვავე რეაქცია.

„ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ინტეგრაციულ პროცესს. მინისტრმა ევროპარლამენტარებს გააცნო ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ხედვა და ინიციატივები 2020 წლის შემდეგომ მიზნებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით და გამოთქვეს მზაობა ევროპარლამენტის ფარგლებში მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა