რამაზ საყვარელიძე - ბავშვურია ის ქცევა, რასაც ოპოზიცია სერიოზული სახით ახორციელებს - ბოქლომის დაკიდებამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს?

ბავშვურია ის ქცევა, რასაც ოპოზიცია ასეთი სერიოზული სახით ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის გეგმაზე „მაინც დავაბოქლომებ“ კომენტირებისას განუცხადა.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ, მოქმედების რეალური გეგმა არ გააჩნია და გათვლას ემოციებზე აკეთებს, რაც მისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ბოქლომებით ბავშვები ერთობიან. ბავშვურია ის ქცევა, რასაც ოპოზიცია ასეთი სერიოზული სახით ახორციელებს. ეს ემოციებიც ბავშვურია, სერიოზული შედეგი ამას რა შეიძლება მოჰყვეს? ფაქტობრივად, ეს სიმბოლური ჟესტი თვითონ ოპოზიციის გულისფხანას ემსახურება, სხვას არაფერს.

ამისთვის გეგმის დარქმევა ძნელია, ეს არის ემოციის გადმონთხევა, მეტი არაფერი. გეგმა არის დროში გაწერილი, რომლის ბოლოს არის შედეგი, ბოქლომის დაკიდებამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს?

რატომ უნდა აპირებდეს ხელისუფლება დათმობაზე წასვლას? მაკრონის ხელისუფლება წავიდა დათმობაზე გაცილებით უფრო მასშტაბური აქციების ფონზე? მაკრონი ხომ ევროპაა, საფრანგეთია. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ თუ დემოკრატიაა, უნდა დათმოს. დემოკრატიაა საფრანგეთში, მაგრამ დათმო?

ტონშიც ეტყობა და სტილშიც ოპოზიციას ემოციურობა და ეს არ ტოვებს მოსახლეობაში იმ შთაბეჭდილებას, რომ ამ ემოციურ ადამიანებს, ღობეზე ჯაჭვის დამკიდებელ ადამიანებს სახელმწიფო შეიძლება ანდო. ასეთი სტილი მომგებიანი არ იქნება, სააკაშვილს ცუდი სამსახური მაგან გაუწია, რომ რაღაც ფრაგმენტებში სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, თუმცა, ასეთი რამ არც სააკაშვილს უქნია,“- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძე ვერ აკეთებს პროგნოზს, რამდენად დააზიანებს ხელისუფლების იმიჯს მთავარი დაპირების შეუსრულებლობა იმ ფონზე, როცა კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეს. თუმცა, ეჭვობს, რომ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ნაციონალური მოძრაობით ჩანაცვლება სურდეს.

„იმ გამოკვლევებზე მსჯელობა ცალკე თემაა. რომც ჩავთვალოთ რომ სანდოა, სექტემბერშია გაკეთებული, ეს მოვლენები ახლა ხდება, ასე რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯები განწყობებს როგორ შეცვლის, მომავალში გამოჩნდება. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების იმიჯი გააფუჭოს, მაგრამ ავიწყდებათ, რომელი ჯგუფია ოპოზიციიდან, რომლის იმიჯი იგებს? რამდენად დათანხმდება საზოგადოება მიუღებელი „ქართული ოცნება“ გაუშვას იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანოს? ამავე გამოკვლევებში 30%-ზე მეტი სიახლეს, ახალ ძალას ელოდება,“- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო