ზვიად ძიძიგური -  უმრავლესობიდან გასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ არ ვაპირებ თავის მართლებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა სამუშაო კაბინეტი დაცალა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სივრცეში გააგრძელებს მუშაობას.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უმრავლესობის დატოვების მიზეზე და განაცხადა, რომ „სხვების ნაცვლად თავის მართლებას" არ აპირებს.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სივრცეში საქმიანობს დეპუტატი. ყველა დეპუტატი არის თანასწორი. ყველა დეპუტატის უკან ხალხი დგას, რომელმაც ის აირჩია. ამიტომაც არის პარლამენტი ძლიერი და მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი ორგანო. ამიტომ, ახლა ამ ოთახიდან რომ გავალ და სხვა ოთახში გადავჯდები, ეს არც პოლიტიკური და არც ემოციური თვალსაზრისით არაფრის მატარებელი არ არის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაიძაბა და ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. გადაწყვეტილება უმრავლესობიდან გასვლის შესახებ სწორედ იმიტომ მივიღე,რომ არ ვაპირებ თავის მართლებას, არაფერი თავის სამართლებელი არ გამიკეთებია ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არც ახლა ვაპირებ სხვის ნაცვლად ეს გაავაკეთო", -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, „კონსერვატორების" წევრმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,რაც პარლამენტმა ჩააგდო კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე. მასთან ერთად უმრავლესობა კიდევ 11-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის საპარლამენტო თანამდებობებზე მყოფმა დეპუტატებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო