აკაკი ცომაია - უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვა 100 ათას ლარამდე კი არ უნდა შემცირდეს, არამედ მთლიანად უნდა გაუქმდეს

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვა 100 ათას ლარამდე კი არ უნდა შემცირდეს, არამედ მთლიანად უნდა გაუქმდეს, თუ გვსურს რომ ეკონომიკა ნორმალური განვითარების ტემპს დაუბრუნდეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

აკაკი ცომაია აცხადებს, რომ 200 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემის დაშვება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

„ ეს ნახევარი ქმედებები არაა საინტერესო. რაც ეს შეზღუდვა შემოიღეს იმას ვამბობ, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად სწორედ ეს გახლავთ. იმიტომ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება მცირდება და იქიდან გამომდინარე , რომ საზოგადოება საკმაოდ დიდი რაოდენობის იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას მოიხმარს უცხოურ ვალუტასთან წვდომა მნიშვნელოვანია. ამიტომ ცხადია, კრედიტები, რომლებიც გაიცემა ლარში წარმოქმნის მოთხოვნას იმპორტირებულ საქონელზე, რაც აუფასურებს ლარს და გავლენას ახდენს მომავალში მოხმარების შემცირებაზე. როგორც იქნა , ეს ძალიან დაგვიანებით დაინახეს გადაწყვეტილების მიმღებებმა”, - აცხადებს ცომაია.

როგორც ცომაია განმარტავს, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსგავსი შეზღუდვა დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.

„გასაგებია, რომ მსჯელობები იმის შესახებ, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და ასე შემდეგ, მიმდინარეობს ევროკავშირში, აშშ-ში და უკავშირდება 2007-2008 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზის, მაგრამ მოცემულ მომენტში საქართველოსთვის, რომლიც განვითარებადი ქვეყანაა, პრობლემურია ეკონომიკური განვითარება, დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპი და მეზობლებიც ვერ ვითარდებიან, ასეთი შეზღუდვები დამატებით პრობლემებს წარმოქმნის, გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. კარგია, რომ საკმაოდ დაგვიანებით, მაგრამ ეს გაანალიზეს“,-აცხადებს ცომაია.

შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა