ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციის ეს ზეწოლა ხელისუფლებას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის - საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს, მაგრამ ამან უფრო აკადემიური ხასიათი უნდა მიიღოს

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიციის პოლიტიკა „მაინც დაგაბოქლომებთ“, ხელისუფლებას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და ოპოზიციის სასიკეთოდ საერთოდ არ მუშაობს.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ თავისი სიტყვები უკან წაიღოს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე წავიდეს, ვინაიდან ხალხი ამას არა კომპრომისად, არამედ მათ დამარცხებად ჩათვლის.

„ჯერჯერობით ქვეყანაში უარყოფითი მუხტი არ არის იმდენად მაღალი, რომ ოპოზიციამ ძალიან მძლავრი საპროტესტო აქციების გამართვა შეძლოს და ამით ამ ცვლილების გატანას მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაშიც კი ძალიან გაჭირდება და ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე უფრო წავა, ვიდრე იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს. ძალიან მარტივი თემაა. ხელისუფლება, რომ ამაზე წავიდეს, ამას კომპრომისად არავინ ჩაუთვლის. ჩათვლიან, რომ ხელისუფლება დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნებს არჩევნებამდე წააგებს. ასეთი განწყობა იქნება თავად ოპოზიციაშიც, ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა და მოქმედებებმა უფრო აკადემიური და საინფორმაციო ხასაიათი უნდა შეიძინოს.

„რაც შეეხება იმ აქციებს და ქმედებებს, რასაც ოპოზიცია მიმართავს, თითქოს ეს ახალი ხილია, მაგრამ დაახლოებით ასე მოქმედებდა 2002-2003 წლებში მოძრაობა „კმარა“, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მზადდებოდა. დღესდღეობით ოპოზიცია გაცილებით აკადემიური უნდა იყოს იმიტომ, რომ განსხვავებით 2002-2003 წლებისგან, როდესაც დიდი იყო მოლოდინი, რომ ოპოზიცია და ახალგაზრდული გუნდი მოვიდოდა ხელისუფლებაში, დღეს პოლიტიკურ ოპოზიციას სრული ოპოზიციური ელექტორატის მხარდაჭერა არ აქვს. უფრო სწორად, მათი ელექტორატისთვის პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კატეგორიულად მიუღებელია. ამას უნდა გაუსწორონ თვალი და დაგეგმონ თავიანთი ქმედება. მე იმას არ ვლაპარაკობ, რომ საპროტესტო აქციები უნდა შეწყდეს, მაგრამ ამან უფრო აკადემიური ხასიათი უნდა მიიღოს, ანუ აქციებმა საინფორმაციო ხასიათი უნდა შეიძინოს და არა ის, რომ ლიდერები ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე ბოქლომები დაადონ. მალე ეს თემა მოსახლეობაში ძალიან მოსაბეზრებელი და გაცვეთილი იქნება“,-აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, ოპოზიციისთვის უმჯობესია, არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდეს, რადგან მათ ამ შემთხვევაში დრო ექნებათ, რომ მთლიანი ოპოზიციური ელექტორატის კონცენტრაცია მოახდინონ და არა პარტიული აქტივის.

„არც მორალური თვალსაზრისით, არც გადაადგილების მიმართულებით და არც საზოგადოებაში აღშფოთების კუთხით, ოპოზიციის ეს ზეწოლა ხელისუფლებას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ეს ხელისუფლების სააწინააღმდეგოდ საერთოდ არ მუშაობს, შეიძლება პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდაც იმუშაოს. გადაწყვეტილების მექანიზმი დღეს ხელისუფლებას ეძლევა. ხელისუფლება თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ სჯობს ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს - წავა, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემით არ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს ამ სისტემით ახლა ჩაატარებს თუ შემოდგომაზე? ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის სჯობს არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდეს. მათ ამ შემთხვევაში დრო ექნებათ, რომ მთლიანი ოპოზიციური ელექტორატის კონცენტრაცია მოახდინონ და არა პარტიული აქტივის“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა