რელიგიის საკითხთა სააგენტო  ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს, როცა, რწმენის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს დღესასწაულს, სულის სიმტკიცეს და სიკეთეს უსურვებს მათ“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა