ნუკრი ქანთარია - განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემ კანდიდატურაზე საუბარი,  თვალის ჩაკვრა არ ყოფილა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით, არავითარი საუბარი არ ყოფილა, ამ ეტაპზე, თვალის ჩაკვრაც არ ყოფილა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მედიას განუცხადა,რითაც უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა შეთავაზება განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის ჩაბარების თაობაზე.

"ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არავითარი საუბარი არ ყოფილა. ამ ეტაპზე, თვალის ჩაკვრაც არ ყოფილა. ვერ გეტყვით, ვნახოთ. ვინც მიცნობს იცის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში პასუხისმგებლობას არ გავურბივარ",-განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა,რაც კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ დატოვა. ამასთან,მარიამ ჯაშის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ მასთან თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა