ზვიად ძიძიგური - ყველაზე დიდი ზიანი, ვინც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისგან მიიღო არის ივანიშვილი და მმართველი პარტია

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე დიდი ზიანი, ვინც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისგან მიიღო არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია,- ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, "ჩაბეტონებული თემა,რომელიც ეგონა,რომ არ შეიცვლებოდა, ნამსხვრევებად იქცა" და მსგავსი თამაშის წესების მომხრე არ არის.

„ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რომ რვა წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებაში" ვიყავით. ეს რვა წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი მცირეოდენი,მოკრძალებული წვლილიც არის. ამიტომ, რვა წლის განმავლობაში, რასაც ვამბობდი, იმ ტექსტების რადიკალური ცვლილება ნახოს ხალხმა ჩემში, გამორიცხული ამბავია. გული მწყდება,რომ დავდექი ალტერნატივის წინაშე, რომ პასუხისმგებლობა ამეღო იმაზე,რომ რასაც ექვსი თვის განმავლობაში ვპირდებოდით მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც დედამიწის ზურგზე საქართველოთია დაინტერესებული, ის არ განხორციელდა. არ ვაპირებ, პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე,რაც მოხდა და რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ოფიციალური ვერსია,რაც "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას შესთავაზა არის ის,რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გააკონტროლა თავისივე პარტია, შეიძლება ზოგმა დაიჯეროს, ან არ დაიჯეროს. გულწრფელად გეტყვით,ყველაზე დიდი ზიანი,ვინც ამ გადაწყვეტილებიდან მიიღო არის ბიძინა ივანიშვილი,რომელმაც რეპუტაციული ზიანი მიიღო და მისმა მმართველმა პარტიამ. ეს არის ძალიამ ცუდი და ნამდვილად გული მწყდება ამაზე",-განაცხადა ძიძიგურმა.

მან ასევე ფრაქციის შექმნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ფრაქცია არის კარგი პოლიტიკური ბერკეტი ,მაგრამ მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ძიძიგურის თქმით, "აღნიშნული დამოკიდებულია რესურსზე".

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრაქცია,რომელსაც ღირებულებითი დატვირთვა ექნება. პროსტიტუცია,ნარკოტიკების ლეგალიზაცია, ერთსქესიანთა ქორწინება არის კონსერვატიული თემები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვისაც ფრაქციაში მოვიაზრებთ, ის ადამიანებიც უნდა იზიარებდნენ ჩვენს მოსაზრებებს ამ თვალსაზრისით",-განაცხადა ძიძიგურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო