რუსი ექსპერტები სირიის ადამიანის უფლებათა დამცველ „თეთრ ჩაფხუტებს“ ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები სირიელების ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართული, - ამის შესახებ რუსი ექსპერტები აცხადებენ.

რუსეთის „დემოკრატიის პრობლემების შემსწავლელი ფონდის“ დირექტორმა მაქსიმ გრიგორიევმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წარადგინა კვლევა სახელწოდებით „თეთრი ჩაფხუტები: ტერორისტების ხელშემწყობები და დეზინფორმაციის წყაროები“.

აღსანიშნავია, რომ კვლევის წინასიტყვაობის ავტორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.

„ისინი ორგანოების ამოცლის უკანონო სქემაში მთავარი ელემენტი არიან. ჩვენ ამის შესახებ იმ ადამიანებიდან შევიტყვეთ, რომლებიც გამოვკითხეთ,“- განაცხადა გრიგორიევმა, რომელიც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია.

მისივე თქმით, გამოკითხულთა შორის არიან სირიის იმ რეგიონების მცხოვრებლები, სადაც ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ უფრო აქტიურია, ასევე ორგანიზაციის 40 და შეიარაღებული დაჯგუფებების 20 წევრი.

გრიგორიევის განცხადებით, თვითმხილველთა ინფორმაციით, ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ ჩართული იყო ადამიანების ევაკუირებაში, რომლებსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ჰპირდებოდნენ, მოგვიანებით კი ნათესავებთან გარდაცვლილთა გვამები მიჰქონდათ, რომლებსაც ზოგიერთი ორგანო ამოცლილი ჰქონდათ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“, რომელიც სირიის სამოქალაქო თავდაცვის სახელითაა ცნობილი, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან მუშაობს.

ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა