გია ვოლსკი - არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მითუმეტეს, თუ ამისთვის ის მეთოდი გამოიყენება, რასაც "კმარა"-ს მეთოდები ჰქვია

არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მითუმეტეს, თუ ამისთვის "კმარა"-ს მეთოდები გამოიყენება",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ასევე უპასუხა გიგა ბოკერიას განცხადებას,რომ უმრავლესობას " პოლიტიკურ ჯოჯოხეთს შეუქმნიან" და აღნიშნა,რომ სიტყვა "ჯოჯოხეთი" მათთვის ახალი არ არის.

"სიტყვა ჯოჯოხეთი ახალი არ არის, რომელსაც ოპოზიცია იყენებს. ადრე არაერთხელ გაგვიგია, ჯოჯოხეთის მოწყობის მუქარა. ალბათ, ეს საკითხი იმ ადამიანის ქმედებებს თემატურადაც შეეფერება, რომლებიც არა ჩვენი, ოპონენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამენ ნაბიჯებს. ამას მალაპარაკებს რეალობა, რასაც ვხედავთ. არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მითუმეტეს, თუ ამისთვის ის მეთოდი გამოიყენება, რასაც "კმარა"-ს მეთოდები ჰქვია",- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა