გია ვოლსკი - გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების  მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა - ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა - ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობიდან წასული დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მას თრგუნავს ძიძიგურის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, თუმცა აცხადებს, რომ „დღეს მორალურ უპირატესობებზე საუბარი არ შეიძლება“.

ზვიად ძიძიგური მხოლოდ ერთ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შექმნა პრობლემა, მაგრამ იყო უფრო მძიმე პრობლემა, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ აღმოჩნდებოდა საკმარისი. ეს იყო განსხვავებული პოზიციის მქონე ჩვენი კოლეგების პარტიიდან გარიცხვა, რომლებიც იმპერატიულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ. ამ იმპერატიულ გადაწყვეტილებაზე თუ თქვა ბიძინა ივანიშვილმა უარი, გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი პოზიცია, რომელზეც ასეთი ორგანიზებული შეტევა აქვთ ოპონენტებს, რომ იგი ერთპიროვნულად წყვეტს, ძალიან გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ამ არასწორ მოსაზრებას მცირედით, მაგრამ გარკვეულად კვერი დაუკრა. ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება. მე თუ რამე მთრგუნავს და არ მსიამოვნებს, ეს არის ზვიადის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და აქამდე მივედით. არანაირ მორალურ უპირატესობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე უნდა მსჯელობდეს ზვიადიც და ყველა ის ადამიანი, რომლებიც „კმარას“ მეთოდებით ქალაქში დარბიან და აწყობენ დესტრუქციულ ღონისძიებებს ",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მორალური უპირატესობა აქვს.

„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა რაც თქვა, ის არ შეასრულა. მე ნაკლებად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპუტაცია დაზარალდა ამ გადაწყვეტილების გამო.

პრობლემა პოლიტიკაში ის კი არაა, რომ ყველა თავს გესხმის, როცა შენ პოლიტიკაში ხარ, უნდა ელოდო რომ შესაძლოა ყველა პარტია დაგესხას თავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე“, - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა