საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი - მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახლი იქნება, ნებისმიერ დროს პოლიცია დაიცავს კანონს

მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახლი იქნება, ნებისმიერ დროს პოლიცია დაიცავს კანონს,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ბიძინა ივანიშვილის სახლთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები სანაგვე ურნის ჭიშკართან მიტანას ცდილობდნენ.

მისი განცხდებით, პოლიცია იცავს მოქალაქეების უფლებას და ის მუდმივად ხალხის სამსახურშია.

“აქციის მონაწილეები მობრძანდნენ ამ ლოკაციაზე კონკრეტულად იმისთვის, რომ დაეკეტათ შესასველელი და შესაბამისად, არ მივეცით ამის უფლება. არ აქვს მნიშვნელობა ვისი სახლი იქნება, ნებისმიერ დროს პოლიცია დაიცავს კანონს”,- განაცხადა სირაძე.

ცნობისთვის, ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს” მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ნაგვის ურნა მიიტანეს, თუმცა ურნის უშუალოდ ჭიშკართან მიტანის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნა მოაჯირზე ბოქლომით მიამაგრეს. ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა