ადვოკატი -  ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაკავებისას  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სპეცრაზმელებმა ორჯერ დაარტყეს ზურგის არეში

ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, ზუკა ბერძენიშვილთან დროებითი მოთავსების იზოლატორში მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი დახვდა.

„მასთან დამხვდა გამომძიებელი, როგორც გავიგე გამოძიება არის დაწყებული სპეცრაზმელების მიმართ. ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ორჯერ დაარტყეს ზურგის არეში სპეცრაზმელებმა. ამასთან დაკავშირებით მივეცით დეტალური ჩვენება. რაც შეეხება მის ზოგად განწყობას, ის არის მხნედ, არ ეშინია, ამბობს, რომ არასწორი გათვლა აქვთ თავისუფალი ადამიანების მიმართ, როცა გონიათ, რომ 5-7 დღიანი პატიმრობით ვინმე შეეშინდება, პირიქით, დაისვენებს, ძალებს მოიკრეფს და ისევ დაბრუნდება ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზუკა ბერძენიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და დავით მჟავანაძე რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ, ზუკა ბერძენიშვილი იზოლატორში სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენელმა, ადვოკატმა გიორგი მახარაძემ მოინახულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა