გიორგი აბაშიშვილი - რამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას, რომ მოახდინოს უკვე გადადგმული ნაბიჯების უკან დაბრუნება? მიხვდა გადაწყვეტილებების არაეფექტიანობას?

ჩემი მთავარი კითხვაა, რამ გადააწყვეტინა დღეს ხელისუფლებას, რომ მოახდინოს უკვე გადადგმული ნაბიჯების უკან დაბრუნება? მიხვდა გადაწყვეტილებების არაეფექტიანობას?, - ასე ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე შემცირდეს.

აბაშიშვილის შეფასებით, აღნიშნული ტიპის რეგულაციები, ისევე როგორც რეგულაციების მიღების არაჩვეულებრივი სისწრაფე, ჯამში შეცდომა იყო.

„ვფიქრობ, მეტი გათვლა იყო საჭირო. მესმის არგუმენტები, რომ ეს რეგულაციები ეხებოდა რისკების დაზღვევას და ა.შ. მაგრამ მგონია, შედეგი ნაკლებად დადგა, უბრალოდ ამაზე ფაქტები მეტყველებს. მაგალითად, ერთნაირ რეგულაციებში ექცეოდნენ დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი პირები, მათ შორის იურიდიული პირები, რაც წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ რეგულაციამ არაერთი მანიპულირების საშუალება გააჩია. დღეს სიტუაცია რთულია, სახეზეა ინფლაცია, არგუმენტი ლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მცირდება მინიმუმ რეფინანსირების განაკვეთის მუდმივი ზრდის გამო და იმ განცხადებების გამო, რომ შეიძლება კიდევ გაიზარდოს. სინამდვილეში ესეც ხომ ეკონომიკურ ზრდაზეც გავლენას იქონიებს? შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ, რომ კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მიზეზები არ არსებობს, მაშინ ელემენტარულია, რომ ეკონომიკური ზრდის წახალისება გვჭირდება და არა შენელების ფაქტორების გაჩენა. ამიტომ, რეგულაციების გონივრული შერბილება, რაც აღვნიშნე თუნდაც მსესხებელთა დიფერენციაცია”,-აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რა გეგმა აქვს მთავრობას აღნიშნული ცვლილების შემდეგ.

„ისე, ამ ქვეყანაში ბევრჯერ მომხდარა ადრე მიღებული გადაწყვეტილებების უკან დაბრუნება, შესაბამისად, როცა შეცდომა აღიარებული იქნება, კარგია. მთავარი ახლა ისაა, უკან დაბრუნების შემდგომ რა გეგმებია, ამის მოსმენა დამაკლდა. მეტი ინფორმაცია გვჭირდება პროგნოზირებისათვის. ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ ეკონომიკურ პროგნოზირებაში მოვისუსტებთ, თუმცა მოქალაქემ რომ საკუთარი ცხოვრება დაგეგმოს და შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მოსახლეობისათვის სწორი და რეალური პროგნოზების მიწოდებაა საჭირო. სტაბილურობის განცდა ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესია”, - აცხადებს აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო