გიგი წერეთელმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე ისაუბრა

ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე და კონკრეტულად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე. მისი განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიას შეუძლია უპასუხოს ამ გამოწვევებს და გაუმკლავდეს დაბრკოლებებს. „უკანონო ბორდერიზაცია საქართველოში იწვევს ფატალურ შედეგებს და ადამინის უფლებების უხეშ დარღვევებს. ბოლო ასეთი შემთხვევა შეეხება ცნობილ ქართველ ექიმს, ჩემს მეგობარ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დაპატიმრებულია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობრივად, არალეგიტიმური მიზეზებით, თითქოს მან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი. როგორც უდიდეს და ყველაზე გავლენიან ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს - „ევროპის სახალხო პარტიას“, რომელსაც გააჩნია საკვანძო გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავალი“,- განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა