მარიამ ჯაში - ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც  ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკი

ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაშის თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული პირობის უკან წაღებამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და დამოკიდებულება დააზიანა.

„პირობის პრაქტიკულად უკან წაღებამ, რაც ჩვენ ვიხილეთ კენჭისყრის შედეგებით, დააზიანა არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებრივი ნდობა, არამედ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება. ჩვენ არ ვმსჯელობთ, რომელი სისტემაა უკეთესი. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, მაგრამ ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ნდობა დაზიანდა და ამ ნაბიჯით მცდელობა გამოჩნდა, რომ დამატებით შენარჩუნება და კონსოლიდაცია მოხდეს მმართველი უმრავლესობის პოზიციების.

ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია არამარტო დემოკრატიის კონსოლიდაცია, არამედ პლურალიზმის განმტკიცება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც რისკი ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების,რაც დამაზიანებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რაც არ უნდა იდეალური ხელისუფლება ჰყავდეს",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს