გიორგი მშვენიერაძე  - 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილებები, სასამართლოსთვის ლაკმუსის ქაღალდი იყო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმეზე გუშინდელი გადაწყვეტილებები, ჩვენი სასამართლოსთვის ლაკმუსის ქაღალდი იყო, - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელიც დაკავებულებიდან სამის ინტერესებს იცავდა.

მან გუშინ გამართული სასამართლო სხდომა შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა არის ხელისუფლების ხელში იარაღი.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები თვალნათლივ გვანახებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება იმ იდეალებს, რომელიც საერთო უნდა გვქონდეს დასავლურ სამყაროსთან. სასამართლო პროცესები იყო ამის კარგი ილუსტრაცია, როცა მოსამართლე ღიად უარს აცხადებდა იმ სტანდარტების გამოყენებაზე, რომელიც ევროპული კონვენციით არის განმტკიცებული.

ჩვენ გუშინ ვნახეთ პროცესი, სადაც სასამართლო ერთი პირის, პოლიციელის ახსნა -განმარტებას აფუძნებდა ამ ტიპის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ეს პოლიციელები მოწმედაც კი არ ყოფილან დაკითხულები და სასამართლო პროცესზე ისინი, როგორც მხარეები, ისე აძლევდნენ ახსნა-განმარტებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს