სოფო კილაძე - ვფიქრობ, გუნდის ის წევრები, რომლებმაც  ბოლოს დატოვეს „ქართული ოცნება“, შეასრულებენ იმ როლს, რომელიც ოპოზიციას დემოკრატიულ ქვეყანაში  ეკისრება

ვფიქრობ, გუნდის ის წევრები, რომლებმაც ბოლოს დატოვეს „ქართული ოცნება“, შეასრულებენ იმ როლს, რომელიც ოპოზიციას ეკისრება დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან თანამშრომლობის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

კილაძის აზრით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც არ ემთხვევა უმრავლესობიდან წასული დეპუტატების აზრი „ქართული ოცნების" აზრს, ისინი პრინციპულები იქნებიან.

„მგონია, რომ ისინი ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობისგან" და მისი განშტოებებისგან ვართ მიჩვეულები, არ გამოიყენებენ. ჩვენ განსხვავებული აზრი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გვექნება, მაგრამ ეს ალბათ, უფრო გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას, ვიდრე შეასუსტებს",-განაცხადა კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა