იმერეთის რეგიონში პროექტი „ღია შეხვედრები“ გრძელდება

იმერეთის რეგიონში პროექტი „ღია შეხვედრები“ გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები ქუთაისის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა უქიმერიონის, სულხან-საბა ორბელიანის, ვაკის უბნის, კახიანოურისა და ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის პრიორიტეტები მოისმინეს. „საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, მწვანე ზოლის მოწყობა, წყლის სისტემის მოწესრიგება, კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა და სოციალური მიმართულება - ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები ამ ეტაპზე ითხოვენ.უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრისას რამდენიმე მოქალაქემ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წამლებით უზრუნველყოფა მოითხოვა.

შეხვედრაზევე აღინიშნა, რომ მოქალაქეებს უკვე მოქმედი სპეციალური სამთავრობო პროგრამის მეშვეობით გაეწევათ დახმარება, რომლის ფარგლებშიც პირველადი საჭიროების წამლებს უფასოდ მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი „ღია შეხვედრები“ იმერეთის მხარეში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რეგიონში უკვე 300-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო