ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის გამო,  სიდნეი კვამლით დაიფარა

ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის გამო, სიდნეი კვამლით დაიფარა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ავსტრალიაში ხანძრების გამო, განგაშის „კატასტროფული“ დონე გამოცხადდა. ქვეყანაში ხანძრების ჩაქრობას რამდენიმე დღეა ცდილობენ, რასაც ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა აძნელებს.

ხანძარს ქვეყნის მასშტაბით, 6 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია 500-ზე მეტი სახლი. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 100-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 100 000-ზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერი კვამლი სიდნეიშიც იგრძნობა, სადაც 50-ზე მეტ ადამიანს ასთმური და სუნქვითი პრობლემების გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა