აშშ-ში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ნეშტი იპოვეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპას უმაღლესი სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ნეშტი იპოვეს. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, აღნიშნულ ადგილას მე-20 საუკუნის შუა პერიოდში სასაფლაო მდებარეობდა.

ნეშტებს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობა გავრცელდა. გამოცემის მიხედვით, გარდაცვლილების უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ტერიტორია 1942 წელს კერძო კომპანიას მიჰყიდა, სადაც სკოლა 1960 წელს აშენდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ შენობის დაცლა გადაწყვიტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო